GE / DE / EN
Home / Site map / Contact

 

 

 

YOUTH FOR UNDERSTANDING GEORGIA

 

ახალგაზრდობა ურთიერთგაგებისთვის საქართველოს კომიტეტი

YFU GEORGIA
ახალგაზრდობა ურთიერთგაგებისთვის საქართველოს კომიტეტი

 

 

“YFU GEORGIA – ახალგაზრდობა ურთიერთგაგებისთვის საქართველოს კომიტეტი” დაფუძნდა 1999 წელს, როგორც არაკომერციული იურიდიული პირი (კავშირი). ეს ორგანიზაცია შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფისგან, რომელთათვის ცნობილი იყო YFU მსოფლიო პროგრამის შესახებ და რომლებსაც სურდათ ანალოგიური შესაძლებლობები მიეცათ საქართველოს ახალგაზრდობისთვის. ამჟამად ყოველწლიურად დაახლოებით 20 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში სხვადასხვა ქვეყანაში. “YFU Gეორგია”–ს დაფუძნებიდან (1999 წ) დღემდე ჩვენი ძალისხმევების წყალობით 200-ზე მეტმა სტუდენტმა გაატარა ერთი წელი საზღვარგარეთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტ ქართველს სტუდენტს ექნება საზღვარგარეთ ცხოვრების და სწავლის შესაძლებლობა. 

 

 

საერთაშორისო ოფიციალური განცხადება


ახალგაზრდობა ურთიერთგაგებისთვის საქართველოს კომიტეტი” (YFU GEORGIA) ახალგაზრდებში ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების რეალიზებას ცვალებად, ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში.

YFU როგორც, სამოც წელზე მეტი ხნის წინ, საქმიანობის დაწყების ეტაპზე, ახლაც თავისი ძირითადი მიზნების ერთგული რჩება: ურთიერთგაგების გამყარება, ტოლერანტობა და მშვიდობა სხვადასხვა რასებს, რელიგიური მრწამსის, ერებს და რაც მთავარია კულტურებს შორის. საერთაშორისო ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამის მონაწილეები – სტუდენტები, მასპინძელი ოჯახები, სკოლები – ეცნობიან ახალ კულტურებს, სწავლობენ მათ გაგებას და აქედან გამომდინარე იღებენ შეუფასებელ ექსპერიმენტულ სწავლებას. ამის შედეგად ურთიერთკავშირი მყარდება არა მხოლოდ ოჯახებს, ასევე ქვეყნებსა და კულტურებს შორის. უცხო კულტურაში ცხოვრება სტუდენტებს ეხმარება ამ კულტურის იმაზე უკეთ შეცნობაში, ვიდრე ამას მიაღწევდა აღნიშნული კულტურის შესახებ ისტორიის გაკვეთილებზე.

Design By Spar.ge

YOUTH FOR UNDERSTANDING GEORGIA, E-mail: yfugeorgia@yahoo.com 

Phone: +99593308723, Address: Petriashvili Street 7, 0179 Tbilisi